ევროკავშირი-საქართველო

ბოკერია: არარეალისტურია მოლოდინი, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი თავად ამოიძირკვავს თავს

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ელჩს ეს რომც არ ეთქვა, ეს ჩემი აზრით ისედაც ყველასთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, ვინც პოლიტიკაშია მინიმუმ და ყველა ინფორმირებული მოქალაქისთვისაც, რომ სრულიად არარეალისტური, ინფანტილური და საზიანოა მოლოდინი, რომ ივანიშვილის რეჟიმი და პირადად ივანიშვილი თვითონ ამოიძირკვავს თავის თავს.

ქვეყნის რეალურად გარდაქმნა ლიბერალურ დემოკრატიად, რისი ნაწილიც არის ამ 12 პუნქტის შესრულება, ნიშნავს მისგან ძალაუფლების დაკარგვას. იმ ფონზე, როცა ღიად ანტიდასავლურ, ანტიქართულ, პუტირინისტურ პროპაგანდას ეწევა, ამ დროს მცდელობა რომ 12 პუნქტში რაღაც ჩაასწოროს, სრულიად არასერიოზული და საზიანოა საპარლამენტო ოპოზიციის, ენმ-სა და ლელოს მხრიდან.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა დეოლიგარქიზაციის პუნქტზე თქვა, რომ "რაიმეს აღება საქართველოზე მორგების გარეშე კარგად არ იმუშავებს ამბობს". პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით კი - საქართველოში კანონის მიღებას უკრაინული ანალოგით აპირებენ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები