საქართველო-აშშ

დეგნანი: ზოგჯერ სამოქალაქო საზოგადოების შეფასება არაკომფორტულია – მათი ამოცანა არაა მთავრობისთვის მუშაობა

სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა განსაკუთრებით გასაკვირი იყო, ვინაიდან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას კრიტიკული როლი აქვს ჯანსაღ დემოკრატიაში. ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა ესაა მათი როლი, რომ დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება.

ზოგჯერ ეს შეფასება არაკომფორტულია, თუმცა მათი ამოცანა არაა მთავრობისთვის მუშაობა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის მუშაობა, ისინი მუშაობენ საზოგადოებისთვის, მოქალაქეების უფლებებისთვის და იმისთვის, რომ მთავრობა ანგარიშვალდებული იყოს. საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ძალიან პროფესიონალი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ამას აკეთებს – იქნება ეს გარემოს დაცვა, კლიმატურ ცვლილებებთან, დაბინძურებასთან ბრძოლა, დასაქმებულების უფლებების დასაცავად რეგულაციების შემუშავების დახმარება. სამოქალაქო საზოგადოება მუშაობს ბევრ სექტორში და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაფასოთ ის კარგი სამუშაო, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ.

თქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.

კომენტარები