საქართველო-აშშ

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა

ბონი ჯენკინსი

5-7 ოქტომბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი ჯენკინსი ეწვევა. 

ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა

უწყების ცნობით,  თბილისში ყოფნისას, ბიოუსაფრთხოების ასოციაციის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის კონფერენციაზე ჯენკინსი სიტყვით გამოვდა და COVID-19-თან ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე  ისაუბრებს.

მათივე ინფორმაციით, მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. 

კომენტარები