რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

REUTERS: აშშ უკრაინას დამატებით 4 HIMARS გაუგზავნის

HIMARS-ის სისტემა

გამოცემა Reauters-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგი უსაფრთხოების პაკეტი უკრაინისთვის, სავარაუდოდ, მოიცავს ოთხი მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემასა (HIMARS) და საბრძოლო მასალებს. სამხედრო დახმარება $625 მილიონის ღირებულების იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, HIMARS-ის ოთხი გამშვები მოწყობილობა და მასთან დაკავშირებული რაკეტები, 200 ნაღმზე მდგრადი ჩასაფრებული (MRAP) მანქანა, ჰაუბიცებისა და ნაღმების საბრძოლო მასალა შესაძლოა უახლოეს დღეებში მიეწოდოს უკრაინას.

ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად პრეზიდენტის საგანგებო უფლებას გამოიყენებს, რაც მას საშუალებას აძლევს აშშ-ს მარაგებიდან იარაღი ქვეყანას კონგრესის ნებართვის გარეშე გადასცეს. 

გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარადგინა 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტი უკრაინისთვის, რომელიც მოიცავდა 18 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS), თანმხლებ საბრძოლო მასალას, სხვადასხვა ტიპის კონტრდრონებისა და სარადარო სისტემებს.

HIMARS-ის სროლის სიზუსტე და გასროლის დიაპაზონი კიევს საშუალებას აძლევს, შეამციროს რუსეთის საარტილერიო უპირატესობა.

ამ უსაფრთხოების პაკეტის გათვალისწინებით, აშშ-მ უკრაინას ომის დაწყებიდან 16.8 მილიარდი დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია.

კომენტარები