ტრეილერი

ვინ არის ახალი შავი პანტერა? – WAKANDA FOREVER-ის ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია Marvel-მა Black Panther: Wakanda Forever-ის მეორე ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც ახალი შავი პანტერა გამოჩნდა.

წინა ფილმში ვაკანდელი სუპერგმირის როლი ჩედვიკ ბოუზმენმა შეასრულა, მსახიობი 2020 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. Marvel-მა მალევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბოუზმენს არ ჩაანაცვლებდა. 

სიუჟეტის მიხედვით ბოუზმენის გმიტი ტეჩალა დაიღუპა, ხოლო ვაკანდის მცველი და ახალი შავი პანტერა მისი და, შური ხდება.

შავი პანტერის ახალი ნაწილი მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გამოვა.

კომენტარები