თბილისობა 2022

კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება დემნა გვასალიასა და კიდევ 19 ადამიანს მიანიჭა

თბილისობისთვის მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 20 ადამიანს მიანიჭა, მათ შორის არიან Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია, რეჟისორი ელდარ შენგელაია, პოეტი ვახტანგ ჯავაძე, მსახიობი თენგიზ არჩვაძე და აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერი ჰასან ჰასანოვი.

დემნა გვასალია თბილისის საპატიო მოქალაქედ კახა კალაძემ წარადგინა და თქვა, რომ "თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას, ადამიანს, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართველები ვართ უნიჭიერესი ხალხი".

ნახეთ სრული სია:

  1. მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი
  2. ვახტანგ დავითაია, არქიტექტორი
  3. ელდარ შენგელაია, რეჟისორი
  4. მინდია უგრეხელიძე, სამართალმცოდნე
  5. ჯემალ სეფიაშვილი, კომპოზიტორი 
  6. ბადრი ვადაჭკორია, ფოტოხელოვანი
  7. შალვა ამონაშვილი, ფსიქოლოგი
  8. გურამ ბექაია, მეცნიერი
  9. თენგიზ არჩვაძე, მსახიობი
  10. ლაურა იაშვილი, მუსიკოსი
  11. მაია გოთუა, ექიმი
  12. ტარიელ ჭანტურია, პოეტი
  13. ვახტანგ ჯავახაძე, პოეტი
  14. ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი
  15. ილია ხეროდინაშვილი, მეცნიერი
  16. რევაზ ასათიანი, ინჟინერი
  17. ვან ბაიბურთი, ჟურნალისტი
  18. ჰასან ჰასანოვი, დიპლომატი
  19. ელიზაბეტ სომბარტი, პიანისტი
  20. დემნა გვასალია, დიზაინერი

კომენტარები