რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაზპრომმა იტალიას რუსული გაზის მიწოდება შეუწყვიტა

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა კომპანიამ - გაზპრომმა იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა, რაც ევროპაში ენერგოკრიზის გააძლიერებს.

გაზპრომის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ავსტრიის გავლით ტრანსპორტირების შეფერხებაა, რაც კომპანიის განმარტებით, ავსტრიის კანონმდებლობის ცვლილების მიზეზია. 

Bloomberg-ის ცნობით, იტალიამ მომავალი ზამთრისთვის გაზის დეფიციტის შესავსებლად უკვე მოიპოვა მარაგები ჩრდილოეთ აფრიკიდან. ალჟირიდან და ეგვიპტიდან მოსალოდნელი მიწოდების ზრდა შეძლებს დარჩენილი მარაგების დაფარვას. 

კომენტარები