რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ომში ვხედავთ რუსეთის ჯარის დასუსტებას – ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური

REUTERS/Alexey Pavlishak

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ადმირალ ტონი რადაკინის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მზარდ სისუსტესა და სიმყიფეს აჩვენებენ.

"არსებობს ზეწოლის წერტილები. არსებობს გარკვეული სისუსტე რუსეთის შეიარაღებული ძალებში", - თქვა რადაკინმა ვაშინგტონში. 

თუმცა რადაკინმა, ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტი საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა და იგი არ მოელის რუსეთის ჯარის უეცარ კოლაფსს.

"კოფლიქტის ძირითადი მახასიათებელი იმედის მომცემია, დროებითი უპირატესობებით, რომლებსაც წარმატებით იყენებენ. ჩვენ ჯერ ვერ ხედავთ ბალანსის მკაფიო ცვლილებას ამ ორს შორის", - თქვა მან.

რადაკინმა აღნიშნა, რომ პუტინის განცხადებები, მათ შორის მისი განახლებული ბირთვული რიტორიკა, მაგალითი იმისა, რომ რუსეთი მოქმედებს "სისუსტისა და სასოწარკვეთის წერტილიდან".

დღეს, 30 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა. პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას. 

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა, პუტინთან ერთად, ხელი მოაწერეს რუსეთთან შეერთების ე.წ. დოკუმენტს.

კომენტარები