ოჯახში ძალადობა

ცოლსა და შვილებზე ძალადობის ფაქტები – შსს-ს 2 თანამშრომელი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა

www.geo.tv

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ოჯახის წევრებზე ძალადობისთვის შსს-ს დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა, ხოლო ამავე უწყების ერთ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა.

სამართალდამცველებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის (ორი ეპიზოდი), შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ჯ დააკავეს. 

ასევე, თბილისში, არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დააკავეს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი პ.ზ.

გარდა ამისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გურჯაანში ცოლსა და არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის (126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები) ბრალი წარედგინა შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, შ.ა-ს.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას“, – აცხადებს უწყება.

კომენტარები