რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიისტო: ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ ეგუება პუტინი კიევში მარცხს და ეს სიტუაციას ართულებს

ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიისტო

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიისტოს თქმით, ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ ეგუება პუტინი მარცხს და შესაბამისად, ეს სიტუაციას საკმაოდ ართულებს

"ვფიქრობ, პუტინი პოკერის წესებით თამაშობს, მან თავის სვლაში ყველაფერი ჩადო. რუსეთის პრეზიდენტი საკმაოდ მებრძოლია, ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ მიიღებს ის რაიმე სახით დამარცხებას, რაც, რა თქმა უნდა, სიტუაციას უფრო კრიტიკულს ხდის. 

თუ წარსულში დავბრუნდებით, დავინახავთ, რომ პუტინის ბრაზი უკრაინის მიმართ 2014 წლის შემდეგ იზრდება, თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ომის მასშტაბები გაფართოვდეს, რადგან მან უკრაინისგან საკმარისი თავის ტკივილი მიიღო". - თქვა ნიისტომ CNN-თან ინტერვიუში. 

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები