მთავრობის ადმინისტრაცია

"თურმე წესებს ვარღვევ, ბევრ კითხვას ვსვამ" – ჟურნალისტი მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს

BMG-ის მთავარი რედაქტორი, თელარა გელანტია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მთავრობის  სხდომაზე არ შეუშვეს და მისივე თქმით, ამის მიზეზად პრესასთან ურთიერთობის სამსახურის თანაშრომელმა ჟურნალისტის მხრიდან ბევრი კითხვის დასმა დაასახელა.

"არ ვიცი, რა ვთქვა - საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს!

მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა - სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნინო ცხადაძემ მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ - ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია - უთხრეს და მითხრა). (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს - სხვაზე არ აქვთ პრობლემა).". - წერს გელანტია.

ჟურნალისტის თქმით, დღევანდელ გადაწყვეტილებას მისი მთავრობის სხდომაზე არდაშვების შესახებ,  საკუთარ სიუჟეტს უკავშირებს, რომელიც ეთერში 9 სექტემბერს გავიდა.

"გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმაც (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ". - წერს გელანტია.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის პრესასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

კომენტარები