რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პატრიარქი კირილი: როცა სამხედრო მოვალეობისას კვდები, ეს შლის ყველა ჩადენილ ცოდვას

პატრიარქი კირილი

რუსეთის პატრიარქმა კირილმა საკვირაო ქადაგებაზე თქვა, რომ მსხვერპლი "სამხედრო მოვალეობის შესრულებისას" "განწმენდს ყველა ცოდვას".

"ვიცით, დღეს ბევრი იღუპება შიდადაპირისპირების ველზე. ეკლესია ლოცულობს იმაზე, რომ ბრძოლა რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რათა რაც შეიძლება ნაკლებმა ძმებმა დახოცონ ერთმანეთი ამ ძმათამკვლელ ომში. 

ამავდროულად ეკლესია ხვდება, რომ თუ ვინმე მოვალეობის გრძნობით, რჩება თავისი ფიცის ერთგული და სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს იღუპება, მაშინ ის, უდაოდ, ასრულებს მსხვერპლის გაღების ტოლფას ქმედებას. ის თავს წირავს სხვებისთვის. ამიტომ გვწამს, რომ ამ მსხვერპლის გაღება წმენდს ყველა ცოდვისგან, რომლებიც ადამიანს ჩაუდენია.".- ამბობს კირილი. 

რუსეთის პატრიარქი  რუსეთის უკრაინაში შეჭრას კვლავ ძმათა ომს უწოდებს. ომის დაწყებიდან მალევე პატრიარქმა კირილმა თქვა, რომ უკრაინაში ომი მესამე მხარემ "გააჩაღა", რომელსაც არ მოსწონდა რუსეთის გაძლიერება და მის დასასუსტებლად "ძმური ერი" გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ  დიდმა ბრიტანეთმა პატრიარქს სანქციები დაუწესა. ასევე, რუსეთის ეკლესიის მეთაურს ლიტვამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მიიღეს რუსეთზე დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი, თუმცა პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიიდან, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, ამოიღეს


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები