რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომელიც დანებდება, უკრაინა სამ გარანტიას აძლევს

თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომელიც დანებდება, უკრაინა სამ გარანტიას აძლევს – პირველ რიგში, თქვენ ცივილიზებულად მოგექცევიან, ყველა კონვენციის შესაბამისად. მეორე – ვერავინ გაიგებს თქვენი დანებების გარემოებას. რუსეთში არავის ეცოდინება, რომ თქვენი ჩაბარება ნებაყოფლობითი იყო. მესამე – თუ თქვენ რუსეთში დაბრუნების გეშინიათ და არ გსურთ გაცვლა, ჩვენ გამოვნახავთ გზას ამის უზრუნველსაყოფად.

უკრაინა ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის და რუსეთის ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ოკუპანტს არანაირი ხრიკები არ დაეხმარება. ამას გპირდებით.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები