ევროპული საქართველო

ბოკერია: საპარლამენტო ოპოზიცია უნდა შეეშვას თავის მოტყუებას, საჭიროა მკაფიო გზავნილები

არ ვიცი, რა ამოცანას ისახავდა ლელოს, ენმ-ს და ვაშაძის პარტიის ეს განცხადება. კითხვის დასმაც კი, თუ კი სურს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს დასავლური ინტეგრაცია, ჩემი აზრით, უკვე არის მცდარი და დამაბნეველი საზოგადოების ნაწილისთვის მაინც. ყველაფერი ნათელია დიდიხანია და უნდა მოვუწოდოთ საპარლამენტო ოპოზიციას, რომ თავი დაანებოს, თუნდაც უნებლიედ, რაიმე ბუნდოვანების შემოტანას შემდგომი "გაშიშვლების" მიზნით, იმიტომ, რომ თუ დღემდე არსებობს კითვიხ ნიშანი ივანიშვილის რეჟიმი რას ემსახურება, ესე იგი აქამდე რასაც იძახდნენ მისი ოპონენტების ნაწილი მაინც, არის ტყუილი, ჯერ კიდევ ყოფილი რაღაცის გამოსწორების შანსი, რეალურად კი ამის შანსი არ არსებობს. კანდიდატობის სერიოზული ამბავი გეოპოლიტიკური მიზეზებით რომც გაგვმართლებოდა და მიგვეღო, ეს მაინც არ შეცვლიდა, რომ ჩვენი საბოლოო ამოცანა: NATO-ს წევრობა, ევროკავშირის წევრობა, აშშ-სთან სტრატეგიული უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა, თავისუფალ ქვეყნად გახდომა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა მაინც შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმთან შეთავსებით.  ამიტომ, თავის მოტყუებას თავი უნდა დაანებოს საპარლამენტო ოპოზიციამ და მკაფიო გზავნილი უნდა ჰქონდეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით "საერთო საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების ბაზისური პაკეტი" შეიმუშავეს. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობა, ლელო, რესპუბლიკური პარტია, თამარ ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ კორძაია და ნატო ჩხეიძე.

კომენტარები