რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

ნიკიფოროვი: რეფერენდუმების ჩატარებით ომის დიპლომატიური გზით დასრულების შანსი გამოირიცხება

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი, სერგეი ნიკიფოროვი

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანის, სერგეი ნიკიფოროვის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის რეფერენდუმის ჩატარება ომის დიპლომატიური გზით დასრულების ყველა შანსს გამორიცხავს. ამის შესახებ მან გამოცემა Liga.net-თან ისაუბრა

"რეფერენდუმების გარეშე, ომის დიპლომატიური ფზით მოგვარების მცირედი შანსი ჯერ კიდევ არსებობს, რეფერენდუმების შემდეგ კი – არა". - თქვა ნიკიფოროვმა.

ნიკიფოროვის თქმით, უკრაინის მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება და უკრაინის ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მოხდება.


20 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართებოდა. ამ ინფორმაციის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ ამავე ვადაში იგეგმება ე.წ. რეფერენდუმის ხერსონში ჩატარებაც.

კომენტარები