რუსეთი-ჩინეთი

რუსეთმა ჩინეთს გაზის მიწოდება ერთი კვირით შეუწყვიტა

 russia-insider.com

გაზპრომი ციმბირის გაზსადენით, რომელიც შორეულ აღმოსავლეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ამარაგებს, ბუნებრივი აირის მიწოდებას ერთი კვირით აჩერებს. ინფორმაციას გაზპრომი Telegram-ზე ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით გაზსადენზე გეგმიური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ჩინურ კომპანია CNPC-სთან კონტრაქტი აღჭურვილობისა და სისტემების წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე პროფილაქტიკას ითვალისწინებს.

კომენტარები