რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: 2023 წელს ბრიტანეთი უკრაინას დასახმარებლად მინიმუმ £2.3 მილიარდს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ თრასის ინფორმაციით, 2023 წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად მინიმუმ £2.3 მილიარდს გამოუყოფს.

როგორც პრემიერმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნა, 2022 წელს ბრიტანეთმა უკრაინას £2.3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია, მომავალ წელს კი ეს თანხა გაიზრდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის გამარჯვება შთამაგონებელი იყო.

"ეს მამაცი ხალხი აჩვენებს, რისი გაკეთება შეუძლიათ, როდესაც ისინი სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებენ". - თქვა თრასმა.

კომენტარები