რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალი: უკრაინამ აშშ-სგან დამატებით $1.5 მილიარდის ფინანსური დახმარება მიიღო

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის დამატებით გამოყოფილი $1.5 მილიარდის საერთაშორისო ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

"უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა $1.5 მილიარდის ღირებულების გრანტი მიიღო. აღნიშნული თანხა აშშ-ს ბოლო დახმარების, $4.5 მილიარდის ნაწილია, რომელიც ვაშინგტონმა მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდიდან გამოყო". - წერს შმიგალი. 

შმიგალის ინფორმაციით, ფინანსური დახმარება საპენსიო დანაზოგებსა და სოციალური დახმარების პროგრამებზე ბიუჯეტის ხარჯების ანაზღაურებას მოხმარდება. 

კომენტარები