Gallup

GALLUP: ბრაზმა, სტრესმა, წუხილმა და სევდამ 2021 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ანალიტიკური ცენტრის Gallup-ის ცნობით, ბოლო ათწლეულია ადამიანების წუხილი გლობალურად იზრდება. მთელ მსოფლიოში ბრაზის, სტრესის, წუხილისა და სევდის მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს 2021 წელს მიაღწია. 

Gallup-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ კლიფტონმა გამოსცა წიგნი Blind Spot, სადაც გლობალურად მზარდი წუხილის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მსოფლიო ლიდერების ყურადღების მიღმა დარჩა ეს ტენდენცია, მაშინ როცა, ავტორის განმარტებით, მონაცემები მნიშვნელოვან მონაცემს იძლევა, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრება. 

"როცა ჩვენ 2020 წლის შემოდგომას მსოფლიო წუხილის რეკორდული მაჩვენებლის შესახებ გავაფრთხილეთ, ბევრმა ინფორმაციის მოსმენისას თქვა: ბუნებრივია, ასე იქნება, მთელი მსოფლიო იტანჯება გლობალური პანდემიით", - აღნიშნა კლიფტონმა. 

ნეგატიური გამოცდილების ზრდა წლების მიხედვით

Blind Spot-ის ავტორის თქმით, მართალია, 2020-2021 წლების მონაცემი პანდემიას დავუკავშიროთ, თუმცა ცხადია, რომ უკვე ერთი ათწლეულია - წუხილი გლობალურად იზრდება. 

"ისინი სწორს ამბობენ [როცა წუხილის ზრდას პანდემიას უკავშირებენ], თუმცა წუხილი გლობალურად უკვე ბოლო ათწლეულია იზრდება. და თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ პანდემიამ გამოიწვია მსოფლიოს უბედურება, მაშინ ყურადღების მიღმა რჩებათ მაჩვენებლის მატება. ჩვენ გამოვაქვეყნეთ წიგნი Blind Spot იმ იმედით, რომ ხალხი საბოლოოდ მიაქცევს ყურადღებას სტრესის, სევდის, ფიზიკური ტკივილის, შფოთვისა და ბრაზის გლობალური ზრდას", - აღნიშნა ავტორმა. 

კომენტარები