Gallup

Gallup-მა მსოფლიოში საგზაო ინფრასტრუქტურით კმაყოფილებაც იკვლია

Gallup-ის 2011 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი (59%) კმაყოფილია მათი ადგილობრივი გზებითა და გზატკეცილებით. კმაყოფილების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აზიაშია, ყველაზე დაბალი კი სუბ-საჰარულ აფრიკასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. აქ საგზაო ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით გაუმართავია.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საქართველოს მოსახლეობა (69%) ყველაზე კმაყოფილია გზების მდგომარეობით, კმაყოფილება ასევე შედარებით მაღალია უზბეკეთსა და თურქმენეთში. ყველაზე ცუდად მდგომარეობას მოლდოვაში აფასებენ. უკმაყოფილების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია რუსეთსა და უკრაინაშიც.

კვლევა მსოფლიოს 148 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ჩატარდა. თითოეულში დაახლოებით 1000 ადამიანი გამოიკითხა.

 

კომენტარები