რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული მედიის ცნობით, ე.წ. ლსრ-ს გენერალური პროკური აფეთქებას ემსხვერპლა

სერგეი გორენკო

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, მარიონეტული ლუგანსკის ე.წ. პროკურატურის შენობაში აფეთქება მოხდა, რასაც ე.წ. გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო ემსხვერპლა.

რუსული მედიის მტკიცებით, აფეთქდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

პროპაგანდისტული მედიების წყაროებით, აფეთქების შედეგად არიან დაჭრილები. მათივე ცნობით, სერგეი გორენკოც ჭრილობების შედეგად მოკვდა. 

კომენტარები