ოკუპირებული აფხაზეთი

ინალ არძინბა: საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია

ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 სექტემბერს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვის წინ აღნიშნა, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია.

არძინბას თქმით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები ერთმანეთისგან განსხვავდება. მისივე თქმით, საქართველო ზრდის შეიარაღებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შეძენის კონტრაქტებს, უფრო აქტიურად იყენებს დაზვერვას.

"ხუთშაბათს გაიმართება უსაფრთხოების საბჭო, განიხილება ჩვენი მომზადების საკითხი იმ სცენარებისთვის, რომელთაც, ძალიან სამწუხაროა, რომ საკმაოდ შესაძლებელი მიგვაჩნია. 

საქართველოს ხელისუფლება ერთი მხრივ აკეთებს გარკვეულ განცხადებებს, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვუყურებთ საქმეს. საქმე კი ისაა, რომ იზრდება საიერიშო იარაღისა და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების კონტრაქტები, მიდის NATO-სთან კონსულტაციები, აქტიურად მუშაობს დაზვერვა, მათ შორის NATO-ს ქვეყნების, მათი სადაზვერვო სტრუქტურები ამ საქმეში ეხმარებიან. ჩემს ახლანდელ გამოსვლაში ვსაუბრობდი, რომ სადაზვერვო სტრუქტურები ძალიან აქტიურად მუშაობენ და ცდილობენ აქ ინფორმაცია შეაგროვონ. 

მიმდინარე საერთაშორისო პირობების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რა ხდება უკრაინაში, იმის გათვალისწინებით, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ომის ალბათობა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მაღალია, სამწუხაროდ". – თქვა არძინბამ.

კომენტარები