NDI-ის კვლევა

NDI: უმრავლესობის აზრით, არსებული პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ გამოხატავს

ანა გვარიშვილი/ტაბულა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობის, 56%-ის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ გამოხატავს. 39% ამბობს, რომ საქართველოში არსებობს პარტია, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს.

NDI

ამასთან, ახალგაზრდების 65% ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.

NDI

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.

კომენტარები