ოსკარი 2023

ოსკარის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით დავით ფირცხალავას დიდი შესვენება იბრძოლებს

Tkt.ge

ოსკარის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით დავით ფირცხელავას დრამა დიდი შესვენება იბრძოლებს.

დიდი შესვენება ექვსი ქართული ფილმიდან სპეციალურმა ჟიურიმ ამოარჩია. ფილმმა 12-დან 8 ხმა მიიღო. კონკურსში მონაწილეობდნენ:

ატონალური გაბრწყინება, რეჟ. ალექსანდრე ქორიძე

ბოსტანი კონფლიქტის ზონაში, რეჟ. ბესო სოლომანაშვილი

მოთვინიერება, რეჟ. სალომე ჯაში

ოთარის სიკვდილი, რეჟ. სოსო ბლიაძე

ტყვია, რეჟ. ხათუნა ვაშაძე

დიდი შესვენება დავით ფირცხალავას პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ქართველ რეჟისორს გადაღებულია აქვს ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მამა და საშლელი. ფირცხალავა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია(მამა, 2015 წელი). დიდი შესვენება წლევანდელი ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე იყო.

საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციის მისაღებად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ფილმები ყოველწლიურად იგზავნება. 21 დეკემბერს ამერიკული კინოაკადემიის წევრები 15 საუკეთესო ნამუშევარს დაასახელებენ. 2023 წლის 24 იანვარს დასახელდება 5 ფინალისტი, რომელიც ოსკარის ნომინაციის მიიღებს.

საქართველო ოსკარზე ყოველწლიურად აგზავნის ფილმს. 2014 წელს ზაზა ურუშაძის მანდარინებმა ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. აფხაზეთის ომის შესახება გადაღებული დრამა საქართველოსა და ესტონეთის ერთობლივი ნამუშევარია. დაჯილდოებაზე ფილმი ესტონეთის სახელით იყო წარდგენილი.

კომენტარები