ქართული ოცნება

კობახიძე: პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება, ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება, აი, არ ვიცი. აბსურდულია რაღაც განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ, ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია.   

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო გარკვეული სერიოზული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს და მე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე როდესაც იყო ეს სისტემური პრაქტიკა, უმძიმესი პრაქტიკა დანერგილი, მაშინ ერთი, რომ უსმენდნენ და მერე ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ და სწორედ ასეთი ფორმით მოქმედებდა მაშინ რეპრესიული რეჟიმი. სწორედ ეს რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა, ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში არ გვჭირდება, იმიტომ რომ რეპრესიული რეჟიმი არა გვაქვს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ვიღაცები როდესაც ავლებენ პარალელებს ეს არის ცარიელი სპეკულაცია, როდესაც ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია გასაგებია, პრეზიდენტი ამას რომ უერთდება, გასაგებია, რომ ამას ამოძრავებს იგივე დღის წესრიგი, რაც ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. საქართველოს პრეზიხედენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა - "ისეთ ქვეყანაში ვართ, საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი ხომ არ დავტოვოთ".

კომენტარები