ე.წ მოსმენების კანონი

პრეზიდენტი: ისეთ ქვეყანაში ვართ, საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი ხომ არ დავტოვოთ

აქ გადის გამყოფი ხაზი, ჩვენ ვართ საბჭოთა მემკვიდრეობაში კიდევ, თუ გადავდივართ მართლაც ევროპულ სისტემაში. არის დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან, თუ არა?! ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი გავიტანოთ თუ დავიტოვოთ? მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბას, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ – ეს არ არის ევროპული ცხოვრება, არ არის ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ. სწორედ ამის თქმა მინდოდა ამ ვეტოთი. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ 1 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა ე.წ მოსმენების კანონის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მან ვეტო დაადო. 

კომენტარები