ევროპული საქართველო, აფხაზთა კრება, თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, ტაბულა, თანამოაზრე ჯგუფები ვაპირებთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეს, სოხუმის დაცემის დღეს გავმართოთ ღონისძიება - მსვლელობა და შემდეგ აქ, პარლამენტთან გვქონდეს პროგრამა. ჩვენი ამოცანაა, ყველა საქართველოს მოქალაქემ ხელახლა გავიაზროთ, რამხელა ბოროტება და საფრთხეა რუსეთი და, რომელმაც, როდესაც ჩვენ მარტო ვიყავით, დასავლეთის ყოველგვარი დახმარების და მონაწილეობის გარეშე, როდესაც არც ნატოს საკითხი იდგა და არც ევროკავშირის, როდესაც რუსეთი ყველაზე უფრო სუსტი იყო უახლეს ისტორიაში, მაშინაც კი რა დღეში ჩააგდო საქართველო და როგორი გენოციდი მოგვიწყო და რამხელა საფრთხეა ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს აკეთებს საკუთარი ინტერესებისთვის, რომ მარტო დაგვტოვოს ამხელა ბოროტების წინაშე. თუ ჩვენ ახლა შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ჩვენი ქვეყნის შიგნით ამ რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლით და პროდასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული ხელისუფლების არჩევით, ჩვენ გამოვიყენებთ ისტორიულ შანსს, რასაც ჰქვია საქართველოს გამთლიანება, ქართველების დაბრუნება საკუთარ სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ჩვენი თავისუფლების საბოლოოდ, მყარად დაცვა თავისუფალი სამყაროს ნაწილად, ნატოს და ევროკავშირის წევრად.
ევროპული საქართველო
ბოკერია აქციაზე: ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებმა ხელახლა გავიაზროთ, რამხელა ბოროტებაა რუსეთი
tbl.ge/64qy
დაკოპირდა

27 სექტემბრის აქცია-მსვლელობა ევროპული საქართველოს, ტაბულას, აფხაზთა კრების, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, თავისუფლების ინსტიტუტისა და უკრაინელი აქტივისტების ორგანიზატორობით გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს - ქართველები შინ დავბრუნდეთ.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




