ჟან-ლუკ გოდარი

ჟან-ლუკ გოდარმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა

Le Monde

13 სექტემბერს ჟან-ლუკ გოდარი გარდაიცვალა. აქამდე უცნობი იყო რეჟისორის სიკვდილის ზუსტი მიზეზი. მისი წარმომადგენლის განმარტებით, გოდარმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა.

"მან შვეიცარიაში (შვეიცარიაში ევთანაზია ლეგალურია), ლეგალური გზით სიცოცხლის დასრულება გადაწყვიტა, მას რამდენიმე დაავადება აწუხებდა". – ამბობს გოდარის წარმომადგენელი.

ფრანგული გამოცემა Liberation ოჯახის წევრზე დაყრდნობით წერს, რომ რეჟისორი ავად არ იყო:

"ის არ იყო ავად, უბრალოდ გამოიფიტა და დაიღალა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ემცნო". 

2014 წელს კანის საერთაშორისო ფესტივალზე გოდარმა ევთანაზიის შესახებ ასე ილაპარაკა:

"თუ ძალიან ავად ვიქნები, საერთოდ არ მაქვს სურვილი, ეტლით მაგორაონ აქეთ-იქეთ, მირჩევნია, საკუთარი ნებით დავასრულო ყველაფერი".

გოდარი ფრანგული და მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო. 50-იან წლებში დაარსა ჟურნალი Cahiers du Cinéma, სახელი გაითქვა, როგორც კინოკრიტიკოსმა. 1960 წელს ფილმი Breathless-ით სათავე დაუდო ე.წ. ახალ ტალღას – კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან მიმდინარეობას. გადაღებული აქვს ფილმები My Life to Live, Contempt, Pierrot le Fou, A Woman Is a Woman და Histoire(s) du cinéma. 

კომენტარები