არჩევნების ელექტრონულად ჩატარება ქართული ოცნების უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომელიც საარჩევნო უბნებზე ყოვლეგვარ სპეკულაციებსა და მანიპულაციებს დაასრულებს. ანუ იმას, ვინც ცდილობდა, რომ ის არჩევნები, რომელიც საქართველოში მაღალი სტანდარტით ტარდებოდა, რამენაირად დაეზიანებინა. მნიშვნელოვანია, რომ მისი მასშტაბი საარჩევნო უბნებისა და ამომრჩეველთა თვალსაზრისით ძალიან მაღალი იქნება. ელექტრონული წესით არჩევნებში მონაწილეობას დაახლოებით 80%-ზე მეტი ამომრჩეველი მიიღებს. ასევე, საარჩევნო უბნების 70%-ზე მეტში იქნება ელექტრონული არჩევნები, მათ შორის, აბსოლუტურად ყველა მსხვილ უბანზე. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების ობიექტური შედეგები ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან სწრაფად იქნება ცნობილი.
tbl.ge/64o8
დაკოპირდა

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა. ირაკლი კობახიძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ელექტრონული აპარატურის გამოყენებით მოხდება.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




