ლოს-ანჯელესში რიგით 74-ე EMMY-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში HBO-ს Succession გაიმარჯვა. შოუმ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა. ჯილდოების რაოდენობით მეორე ადგილზე, ორი გამარჯვებით Squid Game გავიდა.
საუკეთესო კომედიურ სერიალად Ted Lasso დასახელდა, შოუმ ჯამში ოთხი ჯილდო აიღო. წლის საუკეთესო მინისერიალი White Lotus გახდა, რომელმაც მთლიანობაში 5 ჯილდო მოაგროვა.
2022 წლის ემის მთავარ კატეგორიებში გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება:
საუკეთესო დრამატული სერიალი
Succession
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში
ზენდაია, Euphoria
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში
ლი ჯონ ჯე, Squid Game
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი დრამატულ სერიალში
ჯულია გარნერი, Ozark
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი დრამატულ სერიალში
მეთიუ მაკფეიდენი, Succession
საუკეთესო კომედიური სერიალი
Ted Lasso
საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში
ჯინ სმარტი, Hacks
საუკეთესო მსახიობი კაცი კომედიურ სერიალში
ჯეისონ სუდეკისი, Ted Lasso
საუკეთესო მეორეხარისხოვანის როლის შემსრულებელი ქალი კომედიურ სერიალში
შერილ ლი რალფი, Abbott Elementary
საუკეთესო მეორეხარისხოვანის როლის შემსრულებელი კაცი კომედიურ სერიალში
ბრეტ გოლდსტინი, Ted Lasso
საუკეთესო მინისერიალი
White Lotus
ყველა გამარჯვებულის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.