კუბილიუსი არის ჩართული პირდაპირ იმ კამპანიაში, მე არ ვიცი მას რა ამოძრავებს, შეიძლება ეჭვები გვქონდეს, მაგრამ არ ვიცი. ის არის პირდაპირ ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. პირადად კუბილიუსი არის პირდაპირ ჩართული ამაში. რა ამოძრავებს, არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია, არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ის ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს ბოდიში აქვს მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
კობახიძე: კუბილიუსი პირდაპირ ჩართულია კამპანიაში, რომლის მიზანი ჩვენი მეორე ფრონტად ქცევაა
tbl.ge/64jz
დაკოპირდა

ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარს, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრს, ანდრიუს კუბილიუსს, რომელმც თქვა, რომ "კობახიძემ დაუყონებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს".
8 სექტემბერს კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონზე თქვა, რომ "მგონი, არსად არაა შესაშვები, არათუ გვარამიასთან".
ამავე თემაზე
- პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ
- უკრაინამ აზოვის ზღვაში 12 რუსულ ტანკერზე იერიში მიიტანა
- უკრაინამ რუსეთში ნავთობსაცავები და საბრძოლო მასალების საწყობი დაბომბა
- პუტინი: კიევი ცდილობს ზიანი მიაყენოს ეკონომიკას და საზოგადოებაში ნერვული ვითარება შექმნას
- რუსეთმა დიზელის ექსპორტი აკრძალა – ქვეყანაში უკრაინული იერიშების გამო საწვავის დეფიციტია




