ქართული ოცნება

კუბილიუსი: კობახიძემ დაუყონებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს

ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დაუყონებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. სიტყვები და ბრალდებები, რომელსაც ირაკლი კობახიძე იყენებს ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან სრულიად შეუთავსებელია და ოცნების დეკლარირებულ მცდელობას აზიანებს - მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

წერს ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, ანდრიუს კუბილიუსი. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, კრამონი "მგონი, არსად არაა შესაშვები, არათუ გვარამიასთან". 

კომენტარები