ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ თავი ბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადა

კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის უმაღლესმა სახალხო კრებამ ბირთვული იარაღის შესახებ კანონი მიიღო. კანონი მას უფლებას აძლევს პრევენციული სახით გამოიყენოს ის საგარეო თავდასხმისგან თავის დასაცავად.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ბირთვული სტატუსი ამიერიდან "შეუქცევადია“. 

განმარტების თანახმად, ჩრდილოეთი კორეა არასოდეს იტყვის უარს ბირთვულ იარაზე. ეს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის კანონიერი უფლებაა, დაიცვას საკუთარი თავი და წინ აღუდგეს ზეწოლას აშშ-ს მხრიდან, რომელიც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ამის შედეგად დაამხოს მისი ხელისუფლება.

28 ივლისს, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ აშშ-ს "ბირთვული საფრთხის" გამო, ჩრდილოეთ კორეას მოეთხოვებოდა მიეღწია "სასწრაფო ისტორიული დავალებისთვის" გაეძლიერებინა საკუთარი თავდაცვა.

ამას გარდა, კიმ ჩენ ინი გამოეხმაურა შესაძლებლობას, რომ სამხრეთ კორეა აახლებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეზე პრევენციული იერიშის გეგმას. კიმის თქმით, თუ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის მთავრობა პრევენციულ იერიშებს მიიტანს, ისინი "განადგურდებიან". 

კიმ ჩენ ინის კომენტარი გაკეთდა მაშინ, როდესაც არსებობს შიში, რომ ჩრდილოეთ კორეა მეშვიდე ბირთვული ტესტისთვის ემზადება. ბოლო მსგავსი ტესტირება მათ 2017 წელს ჩაატარეს. აშშ გასულ თვეში ამბობდა, რომ ბირთვული იარაღის გამოცდა ფხენიანმა შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩაატაროს. ამას გარდა, წელს ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა 31 რაკეტა, რაც მათი ახალი რეკორდია. ბოლოს მათ ყველაზე მეტი, 25 რაკეტა 2019 წელს გამოცადეს. ბოლო სარაკეტო გამოცდებს სამხრეთ კორეამ ივნისში საკუთარი რაკეტების ტესტირებით უპასუხა.

კომენტარები