ბოლო ათწლეულში საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო მიიტაცა – USAID

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ USAID-მა გამოქვეყნა დოკუმენტი "კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა". ანგარიშის მიხედვით, ირკვევა, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო მიიტაცა. დოკუმენტში განხილულია კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესები რუსეთში.

ანგარიშის მიხედვით, ეს სახელმძღვანელო არის რესურსი USAID-ის თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ "მძიმე კორუფციის ხაფანგში გაბმულ ქვეყნებში", განსაკუთრებით მათთვის, ვისი გაბედული მოქალაქეები ხსნიან შესაძლებლობების ფანჯრებს რეფორმებისთვის.

საქართველოს გარდა, დოკუმენტში კიდევ არაერთ ქვეყანაზეა საუბარი, მათ შორის უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, სამხრეთ აფრიკაზე, სუდანზე, მოლდოვაზე, სომხეთზე, მალაიზიასა და სხვებზე. საქართველო ამ დოკუმენტში მოყვანილია როგორც წარმატების, ასევე წარუმატებლობის მაგალითად. USAID-ის თანახმად, 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველომ გაატარა საჯარო სექტორის შორსმიმავალი რეფორმა, რამაც გამოიწვია მექრთამეობის მკვეთრი შემცირება. 2004 წელს, საქართველოს „ვარდების რევოლუციიდან“ სულ რამდენიმე თვეში, ახალი მთავრობა უკვე ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციას, კანონმდებლობის მიღებას, კორუმპირებულ ყოფილ თანამდებობის პირების დაკავებას და მითვისებული ქონების კონფისკაციას - ფართო კამპანია, რამაც 2005 წლისთვის მექრთამეობის 80%-ით შემცირება გამოიწვია.

კვლევის მიხედვით, კრემლის ყველაზე გავრცელებული მეთოდი სხვა ქვეყნების რეფორმების ფანჯრების დახურვისთვის არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ფარული დაფინანსება. 

"უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუცია და საქართველოს ვარდების რევოლუცია დასრულდა, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქებმა დააფინანსეს პრორუსი კანდიდატები, რომლებიც გახდნენ პრეზიდენტები და ორი ქვეყანის ხელახალი კლეპტიფიკაცია მოახდინეს". - წერია დოკუმენტში.

კომენტარები