ხანძარი ვიეტნამში

ვიეტნამში, კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამში, ქალაქ ჰო ჩი მინთან ახლოს, კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.

ხანძარი გვიან ღამით კარაოკე კომპლექსის მეორე სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი მესამე სართულზე სწრაფად გავრცელდა. შემთხვევის შედეგად დაწესებულების სტუმრები და თანამრომლები შენობაში ბლოკირებულები აღმოჩნდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის დროს შენობაში 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ოთხი შენობიდან თავის დასაღწევად მეორე და მესამე სართულიდან გადმოხტა, ისინი გადარჩნენ, თუმცა დაშავებულები არიან.

ცეცხლის გაჩენიდან რამდენიმე წუთში ადგილზე სახანძროებთან ერთად პოლიციაც მივიდა, შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიებაა დაწყებული.

კომენტარები