რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადება საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გზა არაა

პენტაგონის სპიკერი, ჯონ კირბი

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, აშშ არ აპირებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს

"ჩვენ გვჯერა, რომ ეს არ არის საუკეთესო, ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის, რომ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება გაგრძელდეს". - უთხრა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს თეთრ სახლში.  

კირბის განმარტებით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს გამოცხადებამ, შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, იმ შემთხვევაში, თუ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება.  

აშშ-ს ტეორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ამ დროისთვის 4 ქვეყანა ჰყავს გამოცხადებული - სირია, ირაკლი, ჩრდილოეთ კორეა და კუბა. აშშ-ს ყველა მათგანისთვის სანქციები აქვს დაწესებული. 

გუშინ, 6 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვას, უნდა შეფასდეს თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, "არა" უპასუხა

კომენტარები