ბელარუსი ოპოზიციონერი

მიეცით ხმა ომის, სიცრუისა და კორუფციის წინააღმდეგ – ნავალნი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს

ალექსეი ნავალნი
The Hill

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ რუსეთის მოსახლეობას 11 სექტემბერს დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"წადით და მიეცით ხმა ჭკვიანურად. 11 სექტემბერს უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვთ.

[...] პუტინი და ერთიანი რუსეთი არის ომი, ტყუილი, კორუფცია და სიღარიბე. კენჭისყრაში მონაწილეობით თქვენ ომის, სიცრუის, კორუფციისა და სიღარიბის წინააღმდეგ აძლევთ ხმას". - წერს ნავალნი.

9-დან 11 სექტემბრამდე რუსეთის 82 რეგიონში 4 600-ზე მეტი სხვადასხვა დონის არჩევნები გაიმართება, მათ შორის, რეგიონების უმაღლესი თანამდებობის პირების, საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატებისა და მუნიციპალური პოლიტიკოსების.

ყველაზე მნიშვნელოვანი 11 სექტემბერს ჩასატარებელი მოსკოვის მუნიციპალური არჩევნებია, სადაც რუსეთის დედაქალაქის სხვადასხვა ოლქში 1 502 მუნიციპალურ დეპუტატს აირჩევენ.

კომენტარები