საქართველო-ევროკავშირი

ბორელი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რთულია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ

ევროკავშირში გაწევრიანების გზა საზოგადოების ყველა ფენის მხარდაჭერას გულისხმობს, მაგრამ რა თქმა უნდა, მმართველ ძალას აქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. ეს პროცესი არ არის მარტივი, მაგრამ თქვენ არ ხართ მარტო, ევროკავშირი ყველა თავისი ინსტიტუციით მზადაა, რომ დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ

[...] ეს პროცესი [ევროკავშირში გაწევრიანება] არის ეროვნული ძალისხმევა, რომელსაც ახორციელებს მთავრობა, მაგრამ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მთელმა საზოგადოებამ. ჩვენ ვნახეთ, რომ პროცესში არის სრული ჩართულობა არა მხოლოდ საზოგადოების მხრიდან, არამედ პოლიტიკური პარტიებიდანაც. როდესაც საუბარი მაქვს პოლარიზაციაზე, ორ პოლუსზე მაქვს საუბარი. ვსაუბრობ მთავრობასთან, რომელსაც მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელს პოლიტიკურ სპექტრს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ინკლუზიური პროცესი. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ყველა მოთამაშემ.

ამბობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები