ევროპული საქართველო

ბოკერია: პუტინის რეჟიმის თანმიმდევრული ნგრევა საუკეთესო შანსია რუსეთის დემოკრატიისთვის

მე მჯერა, რომ პუტინის რეჟიმის დანგრევის თანმიმდევრული პოლიტიკა არის საუკეთესო შანსი რუსეთის დემოკრატიისთვის. რუსეთის დემოკრატიის ბედი, თუ საერთოდ ამის შანსი არსებობს და მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება, მაგრამ მინიმუმ, რომ გვქონდეს ნაკლებად საშიში რუსეთი, როგორც გარე სამყაროსთვის, ასევე მისივე მოქალაქეებისთვის, განისაზღვრება რუსეთის უკრაინაში აშკარა დამარცხებით. გამომდინარე იქიდან, რომ ამას შესაძლოა დრო დასჭირდეს, რუსეთის დამარცხებამდე არ უნდა იყოს არანაირი კომპრომისი. ამ კონფლიქტში ნებისმიერი გამოსავალი მკაფიოდ უკრაინის დასავლური უსაფრთხოების ნაწილად ქცევას უნდა გულისხმობდეს და ამ მხრივ, ევროკავშირში ინტეგრაცია, სამწუხაროდ, არ არის პასუხი უსაფრთხოების გამოწვევებზე. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ არსებობს NATO-ს ალტერნატივა.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე და ჩვენი სირცხვილი, რომ შევცვალოთ ჩვენი ხელისუფლება, თუმცა, იმისთვის, რომ რუსეთიდან მომდინარე რისკი შევამციროთ, ან რუსეთში დემოკრატიას მივცეთ შანსი, ზუსტად ისე, როგორც ეს ცივი ომის და რეიგანის პოლიტიკის დროს იყო, პუტინის რეჟიმის კონფრონტაცია ყველგან უნდა მოხდეს, მათ შორის, ამ რეგიონში და ამ ქვეყანაში. ამ რეგიონში არსებულ ყველა ხელისუფლებას, რომელიც იმოქმედებს, როგორც პუტინის მოკავშირე, ან ნახევრად მოკავშირე, ისე უნდა მოვეპყროთ, როგორც მეტოქეს და არა როგორც პარტნიორს. მხოლოდ ასეთმა ყოვლისმომცველმა პოლიტიკამ შესაძლოა მისცეს რუსებს შანსი, ააშენონ კარგი ქვეყანა.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თბილისის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

კომენტარები