რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დეგნანი: მთავრობას მოვუწოდებთ, ყველაფერი გააკეთოს, რათა სანქციები უფრო ეფექტური იყოს

ჩვენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, ამ რეგიონში არიან თუ არა, გააკეთონ ყველაფერი, რაც კი შეუძლიათ, რადგან სანქციები ასეთ დროს არის ყველაზე ეფექტური. სანქციების მიზანია კონკრეტული ქცევა შეცვალოს და ეს ყველაზე ეფექტურია, როდესაც გვერდის ავლის საშუალება არ არსებობს. საქართველოს მთავრობისთვისაც სწორედ ამის თქმა გვსურს. [...] რა თქმა უნდა, თუ შევხედავთ რეგიონს, ბევრი მაგალითია, რისკენაც საქართველოს და სხვებს შეუძლიათ თითის გაშვერა და თქმა, რომ კონკრეტული ქვეყნები ამას არ აკეთებენ. მათთვის, ვინც საპატიო მიზეზს ეძებს, ადვილია ისეთი მეზობლებისკენ თითის გაშვერა, რომლებსაც უფრო დიდი გავლენა აქვთ სანქციების ეფექტურობაზე. ბევრი ადამიანი აქ ამბობს, რომ რისი გაკეთება შეუძლია პატარა საქართველოს. დარწმუნებული ვარ, მოგისმენიათ ეს არგუმენტი. ჩვენ რაც შეგვიძლია, არის ის, რომ წავახალისოთ საქართველო, რაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, იმის ახსნით, რომ ამ კონფლიქტში გამარჯვება არის ყველაზე სწრაფი გზა მშვიდობის მისაღწევად. [...] არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს 100%-ით არ ხდება. ჩვენ ვნახეთ თანამშრომლობა ფინანსურ სანქციებზე იმ სააგენტოებთან, რომლებთანაც ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად შევაჩეროთ ეს ნაკადი.

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა თბილისში გაგმართულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე.

კომენტარები