რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა სანქციათა სიას დაუმატა 25 ამერიკელი, მათ შორის მსახიობები პენი და სტილერი

REUTERS

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გარშემო მოსკოვსა და დასავლეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავის სანქციათა სიას კიდევ 25 ამერიკელი დაუმატა, მათ შორის ჰოლივუდის მსახიობები, შონ პენი და ბენ სტილერი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 სექტემბერს გამოაქვეყნა, რომ ეს ნაბიჯი პასუხია ვაშინგტონის "მზარდ პირად სანქციებზე რუსეთის მოქალაქეთა წინააღმდეგ".

სანქციების სიას დამატებულ აშშ-ის მოქალაქეებს შორის არიან კონგრესის წევრები, ოფიციალური პირები, ანალიტიკური ცენტრებისა და ბიზნესების წარმომადგენლები.

მსახიობები პენი და სტილერი მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ხმამაღალი კრიტიკოსები არიან.

კომენტარები