რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი უკრაინელი სამხედროების გადამზადების პროგრამას გააფართოებს

დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვნად გააფართოებს უკრაინელი სამხედროების გადამზადების პროგრამას. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მომზადების კურსის ხანგრძლივობა 3-დან 5 კვირამდე გაიზრდება. 

მიმდინარე წლის ივნისიდან ამ დრომდე ბრიტანეთის ტერიტორიაზე გადამზადების კურსი უკვე 4 700-მდე უკრაინელმა სამხედრომ გაიარა. გეგმის მიხედვით ამ პროგრამაში მონაწილეობს რამდენიმე ათეული ათასი უკრაინელი სამხედრო მიიღებს. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, პროგრამის მასშტაბის გაზრდა ხელს შეუწყობს უკრაინელი სამხედროების უკეთეს საბრძოლო მომზადებას. 

ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების კუთხით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო. 

კომენტარები