საქართველო-ევროკავშირი

EU-ს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს – პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რწმუნებათა სიგელები გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

ჰერჩინსკი ბრიუსელში ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო ქმედებათა სამ­სა­ხუ­რის ერ­თი­ა­ნი უსაფრთხო­ე­ბისა და თავ­დაც­ვის პო­ლი­ტი­კი­ს და კრი­ზი­სებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის დი­რექ­ტო­რატს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მა­ნამ­დე მას ბრიუსელში პოლიტიკი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში პო­ლო­ნე­თის ელ­ჩის, ნიუ-იორკში გაეროში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თა­ნამ­დე­ბო­ბები ეკა­ვა.

ჰერჩინსკიმ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კარლ ჰარცელი ჩაანაცვლა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

კომენტარები