საქართველო-ევროკავშირი

კრამონი: საქართველო ტრიოს სამაგალითო წევრი იყო, ახლა თითქოს გვერდზეა გაწეული

არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო, საქართველო ახლა თითქოს გვერდზეა გაწეული, მას აღარავინ არსად ახსენებს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. აქამდე გვქონდა ტრიო და საქართველო იყო სამაგალითო 12 წლის განმავლობაში ახლა კი ეს თითქმის აღარ განიხილება, რაზე საუბარიც, სულ მცირე აქ მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს და ვისაუბროთ წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუციებშიც. საქართველო უნდა დავაბრუნოთ და უნდა მოვძებნოთ ამ საკითხის გადაჭრის გზა, თუ ის არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

თქვა მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფის წევრმა, ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის თბილისში ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე.

კომენტარები