Rings of Power

AMAZON-მა ონლაინ-ტროლების გამო RINGS OF POWER-ის კომენტარები დროებით გათიშა

Rings of Power

Amazon Prime Video-მ ძალაუფლების ბეჭდების შესახებ კომენტარების დაწერა მაყურებლებს დროებით შეუზღუდა. სტრიმინგის სერვისის წარმომადგენლების განმარტებით, სერიალს ნეგატიურ შეფასებებს ონლაინ-ტროლები უწერენ.

კომენტარები შეზღუდული 72 საათის განმავლობაში იქნება. ამ სამი დღის განმავლობაში საიტის ხელმძღვანელობა მხოლოდ იმ რეცენზიებისა და კომენტარების დატოვებას გეგმავს, რომლებიც რეალური მომხმარებლების მიერ არის დაწერილი. 

ასევე ფორუმ Reddit-ის რამდენიმე მომხმარებლის დაკვირვებით კინოსაიტ IMDB-ზე, რომელიც Amazon-ს ეკუთვნის, წაშლილია სერიალის შესახებ გაკეთებული ნეგატიური რეცენზიები. 

ტოლკინის წიგნების ფანების დიდ ნაწილს ახალი სერიალი არ მოეწონა, თუმცა LOTR-ის ადაპტაციას დადებითი შეფასებები მისცეს კინოკრიტიკოსებმა

პროექტი, რომლის შექმნის იდეა თავად ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, ტელევიზიისთვის რეკორდული თანხა, 1 მილიარდი დოლარი დაჯდა. ამ მომენტისთვის ძალაუფლების ბეჭდები Amazon-ის ისტორიაში ყველაზე ნახვადი პროდუქტია. შოუს გამხსნელმა ორმა ეპიზოდმა 25 მილიონ ნახვაზე მეტი მოაგროვა.

კომენტარები