Rings of Power

პირველი შეფასებები: RINGS OF POWER-თან შედარებით HOUSE OF DRAGONS-ი სამოყვარულოდ გამოიყურება

The Guardian

ლონდონში ბეჭდების მბრძანებლის სერიალის, The Rings of Power-ის დახურული ჩვენება გაიმართა, რომელსაც შოუს შემქმნელები და რამდენიმე გამოცემის კინოკრიტიკოსი დაესწრო. 

ბრიტანულ გამოცემებში მომავალი სერიალის პირველი შეფასებები დაიდო. კრიტიკოსებმა Amazon-ის პროექტს მაღალი შეფასებები დაუწერეს. რამდენიმე მათგანმა The Rings of Power პარალელურად, HBO-ზე მიმდინარე House of Dragons-საც შეადარა.

"ეს არის სერიალი, რომელიც შექმნილია დიდი ეკრანისთვის. ისეთი კინემატოგრაფიული და დიდებულია, რომ House of Dragons-ი მასთან შედარებით მაინკრაფტში აწყობილს გავს. ახლა ისღა დამრჩენია, ვიპოვო მეგობარი, რომელსაც დიდი ტელევიზორი აქვს და მასთან ვნახო ახალი სერიები. სერიალის საუკეთესო პერსონაჟი გალადრიელია, რომელსაც მორფიდ კლარკი ასახიერებს. ომით დაღლილი, მაგრამ უბადლო, მამაცი მეომარი, მიხვდებით, რას ვგულისხმობ, როდესაც თოვლის ტროლთან ბრძოლის სცენას ნახავთ". – წერს The Guardian-ის ჟურნალისტი რებეკა ნიკოლსონი.

"Amazon არ შემცდარა, როდესაც უზარმაზარი ფული ანდო ახალბედა შოურანერებს. სერიალის მთავარი ღირსება ჰობიტებია, უფრო სწორედ, ის არსებები, რომლებიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჰობიტების წინაპრები არიან. მსახიობებიდან გამოვარჩევდი მეგან რიჩარდსს და მარკელა კავანას, ასევე, ბრიტანული კომედიის ლეგენდას, ლენი ჰენრის". – წერს The Independent-ის კრიტიკოსი, კევინ ი ჯი პერი.

"ძალაუფლების ბეჭდები მდიდრული და მასშტაბურია. პერსონაჟების შესაყვარებლად კი მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო". – წერს Empire-ის ჟურნალისტი, ჰელენ ო'ჰარა.

Lord of The Rings: The Rings of Power-ის პრემიერა 2 სექტემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები