საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყნეთში ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო ნაფეტვრებში კი ლოკალიზებული. მათივე ცნობით, ხანძრის კერები კვლავ რჩება წავკისის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძრის კერების გაჩენა.