რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვედეთი უკრაინას $47 მილიონის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს

Archer-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცა

შვედეთი უკრაინისთვის ახალ საბრძოლო დახმარების პაკეტს გამოყოფს. 

ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა შვედეთისგან 500 მილიონი შედური კრონის, ანუ დაახლოებით $47 მილიონის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას მიიღებს. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ Twitter-ზე დაწერა. 

ლინდეს თქმით, ეს უკრაინისთვის მეშვიდე დახმარების პაკეტია და ბოლო არ არის. 

"შვედეთი უკრაინის გვერდით დგას". – წერს ან ლინდე.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე წერს, რომ შეიარაღებულ ძალებში უკრაინისთვის Archer-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცებისა და RBS70-ის ტიპის მობილური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გადაცემის შესაძლებლობასაც განიხილავენ. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შვედეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც კიევს შეიარაღების მიწოდებაში აქტიურად ეხმარება.

კომენტარები