რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება. 

"დონეცკის მიმართულებით მტერი კვლავ ცდილობს, მიაღწიოს ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს. დღეს სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით - კოდემის, ზაიცევოს, პესკოვის, პერვომაისკის და მარინკას რაიონებში. შეტევითი მოქმედებებით მტერი ცდილობდა წინსვლას ბახმუტის, ვესელა დოლინას და ზაიცევოს მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, უკან დაიხია. ის ცდილობს, კონტროლი დაამყაროს კოდემას დასახლებაზე, ბრძოლა გრძელდება".- აღნიშნავს გენშტაბი. 

მათივე ცნობით, ამავდროულად, ავდიივკას მიმართულებით მტერი ნაღმტყორცნებიდან, ტანკებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ისროდა. 

"შეტევითი მოქმედებებით მტერი ცდილობდა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას კრასნოგოროვკასა და მარინკას მიმართულებით, ტრადიციულად, ზარალი განიცადა და უკან დაიხია". - ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები