რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: 24 თებერვლის პოზიციაზე დაბრუნება იმ წამების გაგრძელებაა, რომელშიც 2014-2022 წლებში ვიყავით

24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება არის იმ წამების გაგრძელება, რომელშიც უკრანა 2014-2022 წლებში ცხოვრობდა. ამ ომში უკრაინის გამარჯვება მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა იქნება - სამხედრო გზით იქ, სადაც შესაძლებელია და მოლაპარაკებით იქ, სადაც შესაძლებელია. შემდეგ ომის მეორე ეტაპი დადგება - ეს არის ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენ პირთა პასუხისგებაში მიცემა და კომპენსაციის გადახდა.  

[...] მე სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ერთ დღეს რუსეთის ლიდერი, ვინც იქნება, უკრაინაში ჩამოვა, რუსული აგრესიის მსხვერპლთა მემორიალთან დაიჩოქებს, დიდხანს იქნება დაჩოქილი და ბოდიშს მოგვიხდის ყველა ბოროტების გამო. როდესაც ეს მოხდება, ეს იქნება უკრაინის საბოლოო გამარჯვება. 

ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება

კომენტარები